slide
slide
slide
slide
next
prev

„ETHICS” პროექტის წარდგენა IX საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე

Jun 2, 2023, 4:08

2023 წლის 2 ივნისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანმა პროფ. ნინო თაბაგარმა და დეკანის მოადგილემ სამედიცინო განათლების დარგში, პაატა ცაგარეიშვილმა,სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) მიერ გამართული IX საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს პროექტი ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“. მათ განიხილეს პროექტის მიზნები, ამოცანები და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობის საკითხები.

პროექტის კოორდინატორი:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

slide

დტსუ-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ETHICS პროექტის პირველ საერთაშორისო შეხვედრაში, რომელსაც ჩარლზის უნივერსიტეტმა უმასპინძლა

Fri 19 May 20:53

2023 წლის 2-5 მაისს ქ. პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკა გაიმართა პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ პარტნიორთა პირველი საერთაშორისო შეხვედრა. შეხვედრებს უმასპინძლა ჩარლზის უნივერსიტეტის პირველმა სამედიცინო ფაკულტეტმა. შეხვერდაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის პარნიორი ევროპული დაწესებულებების, ქართული უმაღლესი სასწავლებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ - პროფ. სერგო თაბაგარი, ვიცე რექტორი სტრატეგიული მართვისა და განვითარების დარგში, პროფ. გურამ სანადირაძე, ვიცე რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფ. ნინო თაბაგარი, დეკანი და პაატა ცაგარეიშვილი, დეკანის მოადგილე სამედიცინო განათლების დარგში.

შეხვედრის 4-დღიანი პროგრამა მოიცავდა პროექტის მართვის შეხვედრებს, ლექციებსა და გამოცდილების გაზიარების სესიებს. პროექტის მართვის შეხვედრებზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და ამოცანები, სამუშაო პაკეტები, სამუშაოთა განხორციელების გრაფიკი, ფინანსური მართვისა და სხვა საკითხები. სასწავლო ტურის პროგრამის ფარგლებში ჩარლზის უნივერსიტეტის, მასარიკის უნივერსიტეტის, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკები და რეკომენდაციები.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

slide
slide
slide
slide
slide
slide
slide
slide
slide
next
prev

შეხვედრა დტსუ-ს ადმინისტრაციასთან

Thur 23 Mar 18:53

2023 წლის 22 მარტს პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ჯგუფი, გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ჩართულ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე, პროექტის დაწყების ანონსირებასთან ერთად, მოხდა პროექტის მიზნებისა და ამოცანების განხილვა; პროექტისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი და ტექნიკური სამუშოების პრეზენტაცია, პროექტის გამჭირვალობის უზრუნველყოფის დაწყებისთვის სამუშაო ამოცანების განხილვა, გვერდის, ბანერის დიზაინის წარდგენა და სხვა.